Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

2013-02-14
ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის თემში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა (video)

 ხობის  მუნიციპალიტეტის  ჭალადიდის თემში 14 თებერვალს 13.00 საათზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დავით ჯანდიერმა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან სამადაშვილმა და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახაბერ ბენიძემ საზოგადოებრივი ცენტრი გახსნეს.

    საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა ერთ სივრცეში 200-ზე მეტ სახელმწიფო სერვისს სოფლიდან  გაუსვლელად მიიღებს. სერვისების ჩამონათვალშია ყველა ის ძირითადი მომსახურება, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისებს წარმოადგენს და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის მეშვეობით ხორციელდება. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, საოფისე ინვენტარით, ინტერნეტით და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის სრულ მომსახურებას კომფორტულ გარემოში უზრუნველყოფს.

    გარდა სახელმწიფო სერვისებით მომსახურებისა საზოგადოებრივ ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება შპს  „მაგთიკომის“, სს „ლიბერთი ბანკისა“ და სადაზღვეო კომპანია „ალდაგის“  მომსახურება. დაინტერესებული პირი კვალიფიკაციურ კონსულტაციას მიიღებს სოფლის მეურნეობის, სახელმწიფო დახმარების პროგრამებსა და სხვა საკითხებზე,  ასევე ისარგებლებს უფასო ინტერნეტითა და შეხვედრების ოთახით.

    ჭალადიდის საზოგადოებრივი ცენტრი აშენდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვას ითვალისწინებს.

 
             

2013-02-14
ხანძარი საჯიჯაოს თემში

 

     14 თებერვალს დაახლოებით 21.00  საათზე ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს თემის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი მოედო თხილნარსა და ჩაის პლანტაციებს, რის შედეგადაც წინასწარი მონაცემებით დაახლოებით 30 ჰექტარი მიწის  ნაკვეთი  გადაიწვა. ადგილზე მობილიზებული იყო ხობის, სენაკის, ზუგდიდისა და ჩხოროწყუს სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახაბერ ბენიძე, გამგებლის მოადგილეები მახარე ჩოკორაია და როსტომ კილასონია. ხანძარი გვიან ღამით 03:30 საათზე იქნა ლიკვიდირებული. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ხობის რაიონული სამმართველო აწარმოებს.