Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

2013-02-12
არქეოლოგიური აღმოჩენა ახალსოფლის თემში

   ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის თემის ტერიტორიაზე მეცნიერებისათვის აქამდე უცნობი ძველკოლხური ნამოსახლარი დაფიქსირდა. აღმოჩენილია სავარაუდოდ ძველი  წელთააღრიცხვით VIII-VII  საუკუნეების თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, ბათქაშები...  კონკრეტული ადგილი დაათვალიერა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის,  განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ძეგლთა დაცვის საკითხებში  გოგიტა ჩიტაიამ. სატელიტური (GPRS)  ხელსაწყოთი განისაზღვრა არქეოლოგიური ობიექტის გეოგრაფიული კოორდინატები.

 
 
2013-02-12
დათა ხურცილავას სახელობის ტურნირი მეხუთედ მიმდინარეობს

 

    2013 წლის 12 თებერვალს   ქ. ხობში სტარტი აიღო 2008 წელს, რუსული აგრესიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის, დათა ხურცილავას სახელობის რიგით მეხუთე გათამაშებამ მინიფეხბურთში. ტურნირი ტარდება ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრულ საქმეთა სამსახურის  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  განყოფილების ორგანიზებით. მასში ქ. ხობის უბნების 8 გუნდი იღებს მონაწილეობას. პირველ ტურში ერთმანეთს შეხვდნენ:
1.   გურიფული - კოლხეთი
2. რეზერვისტები - იმედი
3. გოგებაშვილი - მერცხალი
4. ჭავჭავაძე - ნოჯიხევი
ფინალური მატჩი 16 თებერვალს, დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე გაიმართება.