Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

2013-02-11
შეხვედრა სოფლის რწმუნებულებთან

 

11 თებერვალს 12 საათზე, გამგეობის სააქტო დარბაზში, მუნიციპალიტეტის გამგებელი კახაბერ ბენიძე, მოადგილეებთან ბადრი ჯობავასთან, მახარე ჩოკორაიასა და როსტომ კილასონიასთან ერთად მუნიციპალიტეტის რწმუნებულებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე ინფორმაციის მიღება იყო. ისაუბრეს ყველა იმ მიმდინარე და სამომავლო პროექტზე, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს. განსაკუთრებული  ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტებში საგაზაფხულო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაგეგმილ პროექტებზე.

2013-02-11
გამარჯვებული ნორჩი მძლეოსნები

 

         2013 წლის 8-10 თებერვალს ქ. თბილისში ჩატარდა საქართველოს ზამთრის ჩემპიონატი 1996-97-98 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის მძლეოსნობაში, სადაც მონაწილეობდნენ ა(ა)იპ  „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის მოსწავლეები: გიორგი კორტავა, ჯიმშერ ბუკია, გიორგი ყურუა, გიორგი ახალაია, ნანა მარშანია. (მწვრთნელ-მასწავლებელი ინდირა გრიგოლიანცი). მათ წარმატებით იასპარეზეს პირად და გუნდურ შეჯიბრებებში 
         პირად პირველობაში 800 მეტრზე რბენაში I ადგილი მოიპოვა ჯიმშერ ბუკიამ; შუბის ტყორცნაში III ადგილი - გიორგი კორტავამ.
         გუნდურ შეჯიბრში მონაწილეობდა 13 გუნდი, სადაც სასპორტო სკოლის ნაკრებმა მოიპოვა III საპრიზო ადგილი.
         ჩემპიონატის ორგანიზატორებმა გამარჯვებულები დააჯილდოვეს დიპლომებით, მედლებითა და თასით.