Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

2013-02-10
ტურნირი ძიუდოში „კოლხეთის თასზე“

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის ძიუდოს ფედერაციის ორგანიზებით, 2013 წლის 10 თებერვალს ქ.ზუგდიდში ჩატარდა რესპუბლიკური ტურნირი ძიუდოში „კოლხეთის თასზე“ 1996-97-98 წლებში დაბადებულთა შორის. აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობდნენ ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის მოსწავლეები: გიორგი გაბისკირია,გია გაბისკირია, გიგა ჯაჯავა, კახა ჯანჯღავა, აკაკი კვირკველია, დავით საჯაია, თემურ მიქაბერიძე, მამუკა ქუთათელაძე (მწვრთნელ-მასწავლებელი მიხეილ მორგოშია). მათ წარმატებით იასპარეზეს პირად შეჯიბრში და მოიპოვეს შემდეგი შედეგები:
პირად პირველობაში 55 კგ წონით კატეგორიაში   III   ადგილი მოიპოვეს დავით საჯაიამ და მამუკა ქუთათელაძემ, 90 კგ წონით კატეგორიაში   III  ადგილი - კახა ჯანჯღავამ.
შეჯიბრების მიზანი გახლდათ პერსპექტიულ და ნიჭიერ ძიუდოისტთა გამოვლენა და საქართველოს პირველობისათვის ჭაბუკ ძიუდოისტთა შერჩევა.
ტურნირის ორგანიზატორებმა გამარჯვებულები დააჯილდოვეს დიპლომებითა და მედლებით.