Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

2013-02-08
დასუფთავების აქცია ხეთის თემში

 

       ხეთის თემის ცენტრსა და ცენტრალური გზისპირა მონაკვეთზე,  ამავე თემში ხობის   მუნიციპალიტეტის რწმუნებულის შავლეგ ბუკიას ინიციატივით, დასუფთავების აქცია გაიმართა. მასში აქტიური მონაწილეობა მიიღო ადგილობრივმა მოსახლეობამ. აქციის მიზანი იყო დანაგვიანებული ტერიტორიის გაწმენდა.

     მონაწილეებმა საზოგადოებას მოუწოდეს დაიცვან გარემო დაბინძურებისაგან  და  ამასთანავე, პერიოდულად მოაწყონ მსგავსი ღონისძიებები.

2013-02-08
დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით „ლიტერატურული საღამო“ ჩატარდა

 

     დღეს, 8 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით „ლიტერატურული საღამო“  ჩატარდა.  ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა საზოგადოებას წარუდგინეს დავით აღმაშენებლის  ბიოგრაფია, ლექსები და ჩანახატები, მოეწყო  ლიტერატურული გამოფენა. დამსწრეთა შორის იყვნენ მოსწავლეები, რომლებიც აქტიურობით გამოირჩეოდნენ. საღამოს ესწრებოდა  ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ფერიდე გოგია.

     საღამოს დასასრულს გამოითქვა სურვილი, რომ მსგავსი დღესასწაულები ხშირად აღინიშნოს.