Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

2013-02-04
ნორჩ მოჭადრაკეთა ტურნირი ქალაქ ფოთში

30 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით,  ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლაში  ჩატარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი  ჭადრაკში 8 და 12 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო  ფოთის, ზუგდიდის და ხობის 60-მდე მოჭადრაკემ.  აღნიშნულ ტურნირში წარმატებით წარსდგა   ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის’’ სასპორტო სკოლის მოჭადრაკეთა გუნდი მწვრთნელ-მასწავლებლის, სპორტის დამსახურებული მოღვაწის, ეროვნული ოსტატის ირაკლი  გეთიას ხელმძღვანელობით. ტურნირში მონაწილეობდნენ: ლატარია გიორგი, შამუგია ლუკა, სორდია საბა, კვიკვინია ანა, კვიკვინია თეიმურაზი, ლომაია დიანა, გიორგაძე გიორგი, ბუკია სანდრო.

            8 წლის ჭაბუკთა შორის 8 ქულით პირველი ადგილი აიღო თეიმურაზ კვიკვინიამ.
            8 წლის გოგონათა შორის 9 ქულით (აბსოლუტური გამარჯვება) პირველი ადგილი მოიპოვა დიანა ლომაიამ.
            12 წლის ჭაბუკთა შორის 7,5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა  გიორგი ლატარიამ. ხოლო  7 ქულით  II-III  ადგილი ზუგდიდელ მოჭადრაკესთან გაიყო ლუკა შამუგიამ.
 გუნდის დანარჩენი  წევრები პირველ ათეულში მოხვდნენ შემდეგი შედეგებით:
            12 წლის  გოგონებში ანა კვიკვინია 2 ქულით – VIII ადგილი;
             8  წლის ჭაბუკებში  გიორგი გიორგაძე 5 ქულით - V ადგილი; ბუკია სანდრო 4 ქულით - X ადგილი;   ხოლო 12 წლის ჭაბუკებში საბა სორდია 2 ქულით - XI-XII ადგილი;
             ნორჩი მოჭადრაკე დიანა ლომაია  ტურნირის აბსოლუტური ჩემპიონი გახდა, ხოლო  სასპორტო სკოლის ნაკრები გუნდი-ტურნირის გამარჯვებული.                           
             გამარჯვებულმა ნორჩმა ხობელმა მოჭადრაკეებმა მოიპოვეს  საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატის საგზურები და დაჯილდოვდნენ თასებით და დიპლომებით.