Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

2012-12-14
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას კახაბერ ბენიძე შეასრულებს

 

დღეს 14 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც ერთ-ერთ საკითხად განიხილულ იქნა საკრებულოს მხრიდან საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე დანიშვნისათვის.  საკრებულოს თავმჯდომარემ თანხმობის მისაღებად საკრებულოს წარუდგინა კახაბერ ბენიძის კანდიდატურა. საკრებულოს მხრიდან ერთსულავანი მხარდაჭერის საფუძველზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 14 დეკემბრის N351 ბრძანებით, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე, გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა კახაბერ ბენიძე.

დღესვე, საკრებულოს თავმჯდომარემ, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი  ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეებს წარუდგინა.