Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

2012-12-11
შეხვედრა ნორჩ მოჭადრაკესთან

 

 

11 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში გაიმართა შემოქმედებითი საღამო, რომელიც მიეძღვნა ნორჩი წარმატებული მოჭადრაკის  დიანა ლომაიას წარმატებებს. (მწვრთნელი - ირაკლი გეთია)

შეხვედრას ესწრებოდნენ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელები, მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ირაკლი გეთიას მიანიჭა რესპუბლიკის დამსახურებული მწვრთნელის წოდება.

2012-12-11
საჯიჯაოს თემში დასრულდა საფარის მოწყობის სამუშაოები

 

ხობის მუნიციპალიტეტის თემებსა და სოფლებში გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

რეგიონული პროექტების ფონდის დაფინანსებით საჯიჯაოს თემის სოფელ ჯაპიშაქარში დასრულდა  გზის ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.

ობიექტზე  განხორციელდა შემდეგი სახის სამუშაოები:  ასფალტობეტონის საფარი მოეწყო დამცავი მონოლითური ბეტონის ბორდიურით და ქვიშა-ხრეშოვანი გვერდულებით, რკინაბეტონის მილ-ხიდებით მოეწყო ეზოებში შესასვლელები, ხოლო კიუტები ამოწმენდილ იქნა ექსკავატორით.

აღნიშნული სამუშაოები შეასრულა შპს „შარა-გზამშენი პირველმა“.