www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-

ძველი ხიბულა: ძველი ხიბულის შესახებ

ადმინისტრაციული შენობა

ძველი ხიბულა

ფართობი - 1520,58 ჰა.

მოსახლეობა - 831 ადამიანი.

ძველი ხიბულა (სოფლის ცენტრი)

მანძილი მუნიციპალიტეტის ცენტრიდან - 24 კმ.

 

ძველი ხიბულა მდინარე ჭანისწყლის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, სოფელი ბორცვ- გორაკიანია, ზღვის დონიდან 170 მეტრის სიმაღლეზე. მუნიციპალიტეტის ცენტრიდან დაშორებულია 24 კმ-ით. ადრე ხიბულა ძველი და ახალი ხიბულების საერთო სახელი იყო. სახელწოდების ხალხური ეტიმოლოგია ასეთია: „ახიბლ“ აფხაზური სიტყვაა და ნიშნავს „მომწონს“, ასე უთქვამს ადგილის სილამაზით აღტაცებულ მაია დადიანის აფხაზ მეეტლეს, და მერე დარქმევია ხიბულა. სინამდვილეში ხიბულა დიდი ხნით ადრე ერქვა ამ სოფელს, იგი არაერთგზის არის მოხსენიებული საეკლესი საბუთებში. მაგალითად: 1621 წელს შედგენილ აფხაზეთის საკათალიკოსო გამოსავალი მოსაკრებლის დიდ დავთარში. უფრო ადრე იგი მოიხსენიება XVI საუკუნის 60-იან წლებში. 1616-1621 წლებში შედგენილ „კათალიკოს მალაქია“ მოლაშქრე კაცთა ნუსხაში აღნიშნულია „არის ხიბულას აზნაურიშვილი და მსახური 30“.

1997 წელს ძველ ხიბულაში მკვიდრობდა 61 გვარის 276 კომლი. 2002 წლის საყოველთაო აღწერით აქ ცხოვრობდა 896 სული, 303 კომლი.

გავრცელებული გვარებია: ქავთარაძე, ღურწკაია, ჯაკონია, ქვარაია, კონჯარია, ყურაშვილი, ქარცხია, ზარანდია, აბულაძე, კიტია, ქადარია...

სოფელში არის საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი, მოსახლეობა მისდევს ძირითადად მემარცვლეობას და მეცხოველეობას. აქაურ ნიადაგებზე კარგად ხარობს: თხილი, ჩაია, დაფნა, ყურძენი....

სოფლის ცენტრში მაღალ ბორცვზე დგას შუა საუკუნეების ციხე სიმაგრე, რომელსაც „ჯიხას’’ უწოდებენ. ციხის კოშკი და გალავანი სხვადასხვა დროსაა აშენებული. 1616-1639 წლებში შედგენილ შეწირულობის წიგნში ბიჭვინთისადმი აფხაზეთის კათალიკოსი მალაქია გურიელი ამბობს: ,,ხიბულის საყდრის იარაღისთვის ციხესიმაგრედ გამიკეთებია, შიგან 100 კვამლი კაცი დამისახლებია, საყდარი სახლი და ჩარდახი დამიდგამს და ერთი სასახლედ ის გამიკეთებია“. ეტყობა, მალაქია კათალიკოსს მტრის შემოსევის დროს ახლომდებარე ეკლესიები საგანძურის შესანახად გადაუკეთებია.

არქეოლოგიური თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა სოფელში არსებული ადგილები: ბორცვი სახელწოდებით ,,ნაგელვანუ“, სადაც ძველ კოლხური პერიოდის არქეოლოგიური მასალა ვიზუალურად შეინიშნება, „საქანთარიოს“ სასაფლაო, სადაც შემორჩენილია ძველი ნაგებობის ნაშთები და საქარცხიოს „ნაოხვამუ“, რომელსაც „კურკუცასაც“ უწოდებენ, იგი ძველ კოლხურ ძეგლს წარმოადგენს.

სოფლის ცენტრში დღევანდელი სასაფლაოს ტერიტორიაზე მდგარა წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია, რომელიც XVII საუკუნის II ნახევარში თავის ალბომში ჩახატული აქვს ქრისტეფორე კასტელს. ამ ეკლესიაში XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დამდეგს მსახურობდნენ მღვდელნი: ბესარიონ ქავთარაძე, მათე კუხალაშვილი, თევდორე გვაზავა, ბესარიონ გუგუნავა, გრიგოლ თოლორდავა, ივანე თოდუა, ელიზბარ ქარცხია, ანდრი კვირკველია, ესტატე ჯაკონია, მედავითნე ესტატე კოხია.

ლიტერატურა:

თამაზ ბერაძე, ინეზა მაისაია, სამეგრელო, მეგზური, თბილისი 2004 წელი.

პაატა ცხადაია, სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი. III ხობის რაიონი. ქ. ფოთი. თბ. 2007.

გოგიტა ჩიტაია, ფოთისა და ხობის ეპარქია, ისტორიული ძეგლები, თბილისი 2007.

ხობის მონასტერი, შემდგენელები: ანზორ სიჭინავა, გოგიტა ჩიტაია, ხობი-თბილისი 2000.

ფოთისა და ხობის ეპარქია, საეკლესიო მაცნე (კალენდარი) 2001


ასევე იხილე კატეგორიაში - ძველი ხიბულა: