Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-

ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ხობის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის საბანკო მომსახურების გაწევის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში გამოცხადდა კომერციული ბანკის შესარჩევი კონკურსი.ბანკის შესარჩევი კონკურსის პირობები1. კონკურსი ითვალისწინებს ქვემოთ ჩამოთვლილი, ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული (მუნიციპალიტეტის 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი) კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის საბანკო მომსახურების გაწევის მიზნით კომერციული ბანკის შერჩევას:ა) სსიპ - ხობის მუნიციპალიტეტის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 244688600) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები (ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხობის მუნიციპალიტეტის მერია);ბ) ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 244690214)გ) ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 444550479);დ) ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 244555637);ე) ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 444549892);ვ) ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 444554411);ზ) შპს „ხობი დასუფთავება და განათება“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 244691259);თ) შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 444551183).2. ამ პირობებით დადგენილი მოთხოვნები და გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ასევე უნდა გავრცელდეს პირველ პუნქტში ჩამოთვლილი, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების რეორგანიზაციის შემთხვევაში წარმოქმნილი ახალი სუბიექტის და მუნიციპალიტეტის მიერ 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ახალი კერძო სამართლის იურიდიული პირის მიმართ (ასეთის შემთხვევაში).3. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია კომერციულ ბანკს, რომლის ფილიალი ან/და სერვის-ცენტრი ფუნქციონირებს ქ. ხობის ტერიტორიაზე.4. კონკურსში მონაწილეობის მსურველი კომერციული ბანკი, საკონკურსო განაცხადის წარმოდგენით ადასტურებს, რომ ამ საკონკურსო პირობების პირველ პუნქტში ჩამოთვლილ ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ხობის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიულ პირებს და მათში დასაქმებულ მოსამსახურეებს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით და შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ ქვემოთ ჩამოთვლილ საბანკო მომსახურებას გაუწევს უსასყიდლოდ ან/და საკომისიოს გარეშე:ა) ორგანიზაციისთვის ანგარიშის გახსნა (ეროვნული ვალუტის, აშშ დოლარის და ევრო ვალუტის);ბ) თანამშრომლებისთვის საბარათე ანგარიშების გახსნა და საგადახდო ბარათების დამზადება;გ) ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების განხორციელება (ლარში და უცხოურ ვალუტაში, საბანკო დღის დროის ნებისმიერ მონაკვეთში);დ) ანგარიშზე ჩატარებული ოპერაციების (ლარში და უცხოურ ვალუტაში) ჩამონათვალის (ამონაწერის) მიწოდება;ე) ამონაწერის გაცემა ან დოკუმენტის აღდგენა არქივიდან (მათ შორის სამ თვეზე მეტ პერიოდზე), შესაბამისი ცნობის გაცემა;ვ) ინტერნტ-ბანკის მომსახურება;ზ) sms მომსახურება;თ) თანამშრომლებისთვის კომუნალური გადასახადების (მათ შორის: ტელეფონი/ინტერნეტი/ მობილური) ფინანსური ოპერაციები;ი) ანგარიშიდან ნაღდი თანხის გატანა და შემოტანა (მათ შორის ჩარიცხულ თანხაზე);კ) ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი, მუნიციპალური პროგრამით (პროგრამებით) გათვალისწინებული ბენეფიციარებისთვის ანგარიშის გახსნა, პლასტიკური ბარათების დამზადება, პროგრამის ფარგლებში წარმოებული ფინანსური ოპერაციები;ლ) მუნიციპალური სერვისებით მოსარგებლე პირებისგან დასუფთავების მოსაკრებლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესაბამის სახაზინო კოდზე ჩარიცხვა.5. ამ საკონკურსო პირობების მე-4 პუნქტში ჩამოთვლილი მომსახურების უსასყიდლოდ/საკომისიოს გარეშე მოწოდებაზე თანხმობა უნდა დასტურდებოდეს წერილობით, კომერციული ბანკისგან წარმოდგენილ განაცხადში.6. განაცხადის წარმომდგენმა კომერციულმა ბანკმა უნდა წარმოადგინოს წინადადებები (შემოთავაზებები) შემდეგ საბანკო და სხვა მომსახურებაზე:ა) ხობის მუნიციპალიტეტის საბანკო დეპოზიტურ ანგარიშზე განთავსებულ საბიუჯეტო სახსრებზე სარგებლის წლიური საპროცენტო განაკვეთი - არანაკლებ წლიური 10,0 %-ისა. სარგებლის ყოველდღიური დარიცხვა ანგარიშზე ყოველი დღის ბოლოს არსებული ნაშთის შესაბამისად და ასახვა ბიუჯეტის დეპოზიტურ ანგარიშზე (შემოსავლების შესაბამის სახაზინო კოდზე ჩარიცხვა), ყოველი საბანკო თვის ბოლო დღეს (დაანგარიშების გრაფიკის (ამონაწერის) ელექტრონული ვერსიის წარმოდგენა არაუგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა);ბ) დამატებით პირობა - კომერციული ბანკის მიერ ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური პროგრამის (სპორტი, კულტურა, სოციალური და სხვადასხვა) დასაფინანსებელი თანხის ოდენობა 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;გ) თანამშრომლებისთვის ოვერდრაფტის დაშვება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;დ) თანამშრომლებისთვის სესხის (სახელფასო, იპოთეკური, სამომხმარებლო) გაცემის უზრუნველყოფა, შეღავათიანი პირობებით.7. ამ პირობების მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წინადადება (ნაშთზე დასარიცხი საპროცენტო სარგებლის ოდენობა და ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელი პროგრამის (ასეთი წინადადების შემთხვევაში) დასაფინანსებელი თანხის ოდენობა) კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს დახურული კონვერტით.8. დეპოზიტზე განთავსებულ თანხაზე დასარიცხი საპროცენტო განაკვეთის ცვლილება არ უნდა განხორციელდეს ცალმხრივად ბანკის მიერ, ფორსმაჟორული სიტუაციის შემთხვევაში ცვლილება განხილულ უნდა იქნეს მუნიციპალიტეტთან ერთად.9. კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, საკონკურსო განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ. განაცხადს უნდა ახლდეს წარმომადგენელი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.10. განაცხადი, ამ პირობების მე-4-მე-7 და მე-9 პუნქტებით მოთხოვნილი ინფორმაციით, წარმოდგენილი უნდა იქნეს 2023 წლის 17 ივლისის 15:00 საათიდან 2023 წლის 24 ივლისის 15:00 საათამდე, ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში, მისამართზე: ქ. ხობი, ცოტნე დადიანის ქ. №189, ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა, პირველი სართული (საქმისწარმოების განყოფილება).11. შემოსული განაცხადები, საქმისწარმოების განყოფილების მიერ რეგისტრირდება საქმისწარმოების ავტომატიზებულ სისტემაში, ხოლო მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შემცველი დახურული კონვერტი გაუხსნელად გადაეცემა საკონკურსო კომისიას, რომელიც გაიხსნება 2023 წლის 24 ივლისს 15:00 საათზე დანიშნულ, საკონკურსო კომისიის სხდომაზე.12. გამარჯვებული გამოვლინდება საუკეთესო შემოთავაზების წარმოდგენის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით.13. კონკურსში გამარჯვებულ კომერციულ ბანკთან ხელშეკრულება გაფორმდება 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე.