2016 წელს:
ü განხორციელდა ორსართულიანი სასწავლო კორპუსის (ნაწილობრივი) რეაბილიტაცია;
ü მოპირკეთდა ოთხსართულიანი სასწავლო კორპუსის ფასადი, შეიცვალა სახურავი, ფანჯრები და შემოიღობა ეზო.
2017 წელს დაგეგმილია:
ü ორსართულიან სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია;
ü კოლეჯის მატერიალური ბაზის შექმნა;
ü დასანერგი, ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, პროფესიული სტანდარტის შესაბამისი სპეციფიკური სასწავლო გარემოსმოწყობა;
ü სანიტარული კვანძების, დაცვის მექანიზმების, გათბობისა და ვენტილაციის სისტემის მოწყობა;
ü ადაპტირებული გარემოს შექმნაშეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის;
ü სანიაღვრე არხების და ჭიშკრის მოწყობა.
სსიპ საზოგადოებრივიკოლეჯი ,,ფაზისი“, ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერგანხორციელებული ინვესტიციებისა და პროექტების მხარდაჭერით. კოლეჯის მიმართ მზარდია დამსაქმებელთა ინტერესი, რაც დადებითად აისახება კურსდამთავრებულთა სტაჟირებისა და დასაქმების მაჩვენებლებზე.
კოლეჯს, რეგიონის განვითარების პერსპექტივების გათვალისწინებით, საწყის ეტაპზე განსაზღვრული აქვს, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება: აგრარული, ინჟინერიისა და მომსახურების მიმართულებით. კოლეჯი პირველ ეტაპზე, სასწავლო პროგრამებზე 100 სტუდენტის მიღებას გეგმავს.
ზემოხსენებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების (დაგეგმილია მიმდინარე წლის შემოდგომისთვის) შემდეგ, პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ კომფორტულ გარემოში დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას.















