Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-

28 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია  წმიდა მოწამეთა კვირიკესა და დედა მისის, ივლიტას ხსენების დღეს აღნიშნავს. დღეს ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში მშენებარე წმიდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლის ლოცვა-კურთხევით, ქ. ხობის სამების ტაძრის წინამძღოლმა მამა კირიონმა (დარასელია) ეპარქიის სასულიერო პირებთან  ერთად საზეიმო პარაკლისი გადაიხადა. პარაკლისს მრევლთან ერთად  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 
ადრე დაქვრივებული ქრისტეს მოსავი კეთილშობილი ქალბატონი ივლიტა თავის სამი წლის ვაჟთან, კვირიკესთან ერთად ცხოვრობდა მცირე აზიის ქალაქ იკონიაში. დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნის ჟამს გაერიდა მშობლიურ ქალაქს და ჯერ სელევკიას შეაფარა თავი და მერე - ტორსს. მაგრამ ავიენის დასმენით მოხვდა მმართველ ალექსანდრეს სამსჯავროზე. წამების დროს ის მხნედ აღიარებდა თავის ქრისტიანულ აღმსარებლობას.
დედისწამების შემყურე, პატარა კვირიკე ტიროდა და დედისაკენ იწევდა. ალექსანდრე ცდილობდა ბავშვის მოფერებას, მაგრამ ბავშვი ხმამაღლა გაიძახოდა: „გამიშვით დედასთან, მეც ხომ ქრისტიანი ვარ!“ მმართველმა მძლავრად მოისროლა კვირიკე, რომელმაც კიბეს  დაჰკრა თავი და სული განუტევა. დედამ მადლიშესწირა უფალს, რომ მისი შვილი წამების გვირგვინით იქნა შემკობილი. სასტიკი წამების შემდეგ ივლიტაც მახვილით განგმირეს.
დედა-შვილის  სახელობაზე კონსტანტინოპოლის ახლოს აიგო მონასტერი, ხოლო იერუსალიმის ახლოს აშენდა ტაძარი. მართლმადიდებელი ქრისტიანები წმიდა კვირიკესა და ივლიტას ოჯახურ ბედნიერებას გამოსთხოვენ და ავედრებენ ავადმყოფი ბავშვების გამოჯანმრთელებას.
საქართველოში ოდითგან დიდი პატივით  იყო მოსილი ამ წმიდანთა სახელები. წმიდა კვირიკეს ხელისმტევანი  საქართველოში ინახება.
ნიშანდობლივია, რომ თვეს, როდესაც ივლიტა და კვირიკე აწამეს - ივლისს, კვირიკობისთვე ეწოდებოდა და უამრავი ტაძარი იყო მათ სახელობაზე საქართველოში. უხსოვარი დროიდან სვანეთში, სოფელ კალაში  28 ივლისს წმინდა კვირიკესა და ივლიტას წამების დღეს, აღინიშნება რელიგიური დღესასწაული კვირიკობა, რომელსაც სვანეთში ლაგურკას ეძახიან. წმინდა კვირიკეს ტაძარი იქ აგებულია XI საუკუნეში.  აქ დაცულია წმინდა კვირიკეს რამდენიმე უძვირფასესი ხატი XI-XII საუკუნეებისა და შალიანის მინანქრიანი ხატი, რომელშიც ჩატანებულია ჯვარი ცხოვლის ნაწილი.