Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-

28 იანვარს  ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ და გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ზაზა ბუკიამ  ქ. ხობში გორგასლის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. გორგასლის ქუჩაზე მიმდინარეობს აფალტ-ბეტონის საფარის კაპიტალური მოწყობის სამუშაოები, რომელსაც შპს „შარა-გზამშენი პირველი“ ასრულებს. მიმდინარე სამუშაოების სახელშეკრულებო  ღირებულება 454984 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე შესრულებულია  სამუშაოების 30%. ასფალტ-ბეტონის საფარის კაპიტალური მოწყობითი სამუშაოები  ამა წლის მარტში დასრულდება.