Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

2024-04-09
9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა
ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ, საზოგადოების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ქალაქ ხობში, სამშობლოს ერთიანობისათვის თავდადებულთა მემორიალი და ხეთაში - 9 აპრილს დაღუპული ნათია ბაშალეიშვილის სახელობის წყარო ყვავილებით შეამკეს.
9 აპრილის პარკში ხობის წმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა კირიონ დარასელიამ სამშობლოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის თავდადებულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
9 აპრილი თანამედროვე საქართველოს ისტორიის ორ მნიშვნელოვან თარიღს - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღეს აერთიანებს.
1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის  სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 მოქალაქე დაიღუპა ხოლო ასობით ადამიანი დაშავდა. 1989 წლის 9 აპრილიდან ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.