www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2023-01-15
მერიის კომისია ზარალს ითვლის
ძლიერმა ქარმა ხობის მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი სპეციალური კომისის წევრები ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან და სტიქიით გამოწვეული ზარალის მოცულობას ითვლიან. მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა დააზიანა სახლები, სკოლები, საბავშვო ბაღები, ადმინისტრაციული შენობები, ელექტრო გადამცემი ხაზები, ბოძები და გაზსადენი მილები. შემოსულ შეტყობინებებზე შესაბამისი სამსახურების მიერ ოპერატიულად ხდებოდა რეაგირება. მუნიციპალიტეტის სრულ ტერიტორიაზე, მთელი დღის განმავლობაში იწმინდებოდა მოგლეჯილი ხეებისაგან ჩახერგილი გზები. პრობლემურ ადგილებში მუშაობდნენ "ენერგო-პრო ჯორჯიას" და "სოკარის" ჯგუფები.