ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სპორტული მოედნის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია გაეცნენ.
სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის წინადადების საფუძველზე და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 39528 ლარს შეადგენს.
მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით სრულად რეაბილიტირდება: შუა ქვალონის, პირველი მაისის, ხამისკურის და ქალაქ ხობის (ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონი) ხელოვნურსაფარიანი სტადიონები.