Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

2023-06-27
მერმა მკლავჭიდელებს გამარჯვება მიულოცა

 ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის მოადგილე დავით ბერაია მოლდოვაში გამართული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულ და პრიზიორ ხობელ მკლავჭიდელებს და მათ მწვრთნელს შეხვდნენ და პირველობაზე წარმატებით ასპარეზობა მიულოცეს.მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გამართულ პირველობაზე ხობელმა მკლავჭიდელებმა სხვადასხვა სინჯის 7 მედალი (4 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო) მოიპოვეს.წარმატებულ მკლავჭიდელებს ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული ფულადი ჯილდო გადაეცემათ.

2023-06-27
ოჯახში ძალადობის საკითხზე შეხვედრა გაიმართა
დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის და გურიფულის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობასთან გენდერული თანასწორობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე შეხვედრები გაიმართა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომელმა თამთა ალანიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის საკითხებში სპეციალისტმა თამუნა სიჭინავამ და არასამთავრობო ორგანიზაცია „დავიწყოთ ახლას“ დირექტორმა ნანა გოგოხიამ მოქალაქეებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, გენდერული თანასწორობის, ნაადრევი ქორწინების საკითხებზე და პრევენციის მექანიზმებზე მიაწოდეს ინფორმაცია და შეხვედრის მონაწილეთა კითხვებს უპასუხეს.
საინფორმაციო ტიპის შეხვედრები მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.