Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

2023-06-16
ზვიად დათუაშვილის მემორიალური ტურნირი ფეხბურთში
დასრულდა, აგვისტოს ომის დროს დაღუპული კაპრალის, ზვიად დათუაშვილის სახელობის თასის გათამაშება მინი ფეხბურთში. 
ტურნირის გამარჯვებული შუა ხორგის გუნდი გახდა, მეორე ადგილი ახალსოფლის გუნდმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე გურიფულელები გავიდნენ. 
გამარჯვებულ და პრიზიორ გუნდებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
მემორიალური ტურნირის ფინალურ შეხვედრას, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდა.
საფეხბურთო ტურნირი მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით ჩატარდა.
2023-06-16
ტრენინგი გენდერული თანასწორობის საკითხებზე

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ქალთა ფონდ ,,სოხუმის“ ორგანიზებით და მერიის მხარდაჭერით ჩატარდა ტრენინგი თემაზე: ,,გენდერი, გენდერული ძალადობა“. ფონდის წარმომადგენლებმა ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის ფორმების, პრევენციის ღონისძიებების და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ისაუბრეს. მომხსენებლებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ფონდის მიერ შემუშავებული ძალადობის მსხვერპლთა სერვისების შესახებ. ტრენინგს ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და მერიის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლები ესწრებოდნენ.