www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

2020-07-21
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები ხობში

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიების ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში თერმული ნისლის ტექნოლოგიით 2880 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დამუშავდა.

მონიტორინგის შედეგად, ახალი ხიბულის, ძველი ხიბულის, პირველი მაისის, ბიის, ხამისკურის, გაღმა საჯიჯაოს, თორსა-დღვაბის, ხეთის და ნოჯიხევის ტერიტორიებზე მავნებლის  შედარებით დიდი რაოდენობით კონცენტრაცია  დაფიქსირდა, ამიტომ წამლობა სწორედ აღნიშნული  სოფლებიდან დაიწყო. 

 წამლობის დაწყების პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და  აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე გაეცნენ.

უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, აგრეთვე ფუტკრის დაცვის მიზნით, ღონისძიებები ღამის საათებში რეკომენდაციების  სრული დაცვით ტარდება და მეფუტკრეებთან  კოორდინირებულად იგეგმება.

 აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში ფუნქციონირებს სმს გზავნილების სისტემა, რომლის მეშვეობითაც, დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის წინასწარ ეცნობება. ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული მერია.

 ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს: www.parosana.ge

Facebook