www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

2020-05-16
ხეთაში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, გოგა ჭითანავას და ლევან ტურავას სახელობის მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის შესაბამისად დაიგება ახალი ხელოვნური საფარი, შეკეთდება და შეიღებება სტადიონის ღობე. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 59 000 ლარს შეადგენს. სტადიონის კეთილმოწყობის პროცესს პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო.

Facebook

2020-05-16
ხამისკურში ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციული ერთეულის ზემო საფარცვანიოს უბანში ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის შესაბამისად 112 მეტრზე მოეწყობა გაბიონი. სამუშაოები, საქართველოს მთავრობის მიერ ხობის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხიდან ფინანსდება და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 43889 ლარს შეადგენს. სოფელ ხამისკურში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.

Facebook