www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829

2020-02-13
ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში დასახლების კრებები ჩატარდა
13 თებერვალს, ხობის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით,  მუნიციპალიტეტის ათ სოფელში (თორსა, დღვაბა, საბუკიო, ხამისკური, საკუკავო, საქირიო, ნოჩხონი, ოხვამეკარი, წინაგოლა, ხეთა) დასახლების კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა.  
მოსახლეობის უმრავლესობამ  თორსასა და საბუკიოში - სანიაღვრე არხების ამოწმენდის, დღვაბაში - საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობის,  ხამისკურში - სანიაღვრე არხის ამოწმენდის,  საკუკავოში - სპორტული მოედნის კეთილმოწყობის საქირიოში-საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის, ნოჩხონში - სანიაღვრე არხის ამოწმენდის, ოხვამეკარში - გზის მოხრეშვის, ხეთაში-გზაზე ბეტონის საფარის დაგების, წინაგოლაში - გარე განათების მოწყობის შესახებ საპროექტო წინადადებებს დაუჭირა მხარი.
დასახლების საერთო კრებებს საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.
პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ დასაფინანსებელი პროექტების კატეგორიებია: სარწყავი სისტემები; სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ. ); სანიაღვრე არხები; ნაპირსამაგრი სამუშაოები; გზები და გზისპირა მოსაცდელები; ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები; გარე განათება; სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა; სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი; ამბულატორიის შენობები; სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი; სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით; წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი; მინი-ჰესების მოწყობა და რეაბილიტაცია.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის N2752 განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად 784 ათასი ლარი გამოეყო.
მუნიციპალიტეტის სოფლებში კრებების გამართვა დღეს დაიწყო და 20 თებერვლამდე ყველა დასახლებაში ჩატარდება.