www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829

2020-02-06
,,დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი’’

6 თებერვალს, ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, რეგიონში დაგეგმილი საგანმანათლებლო პროექტის, ტრენინგ კურსის ,,დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი’’ შესახებ საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა. პროექტი, ბიზნესის სტიმულირებისა და განვითარების მიზნით, საქართველოს ყველა რეგიონში, მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის ტრენინგების ჩატარებას ითვალისწინებს. აღნიშნულ პროექტს „შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია“ (ILO), „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან“, „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან“, „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან“ და „აწარმოე საქართველოსთან“ ერთად ახორციელებს. შეხვედრას, ბიზნესის დაწყებით დაინტერესებული პირები და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
Facebook