www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

2019-09-17
განცხადება
ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ შავი ზღვის სანაპირო ზოლის დაცვისა (ნაპირდაცვა) და სტაბილიზაციის პროექტი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 2019 წლის 8 ივლისს შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ მიერ გზშ-ს ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით წარდგენილი იყო ”შავი ზღვის სანაპირო ზოლის დაცვისა (ნაპირდაცვა) და სტაბილიზაციის პროექტის“ სკრინინგის განცხადება. აღნიშნული განთავსდა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ლინკი - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/13777 ).
 2019 წლის 25 ივლისს N 7338/01 წერილის შესაბამისად გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ”შავი ზღვის სანაპირო ზოლის დაცვისა (ნაპირდაცვა) და სტაბილიზაციის პროექტზე“ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ წარმოების შეწყვეტის შესახებ.
 2019 წლის 6 აგვისტოს შპს „შავი ზღვის ტერმინალმა“ ზემოაღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით სამინისტროში წარადგინა დაზუსტებული სკრინინგის განცხადება.
 დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის 23 აგვისტომდე, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge
სრული ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/16852