www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

2019-02-11
ხობის მუნიციპალიტეტში დასახლების კრებები ჩატარდა

11 თებერვალს, ხობის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მუნიციპალიტეტის ექვს სოფელში (ლარჩვა, ოხვამეკარი, ხეთა, ნოჩხონი, წინაგოლა, ბულიწყუ) დასახლების კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა. კრებებზე მოსახლეობის უმრავლესობამ ლარჩვაში - წყლის მაგისტრალის რეაბილიტაციის, ბულიწყუში - წყლის მაგისტრალის მშენებლობის, ოხვამეკარში - შიდა გზის შეკეთების, ხეთაში - გზის რეაბილიტაციის, ნოჩხონში - სტადიონის შემოღობვის, წინაგოლაში - სკვერის მოწყობის შესახებ საპროექტო წინადადებებს დაუჭირა მხარი. დასახლების საერთო კრებებს ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ქარდავა ესწრებოდნენ. პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ დასაფინანსებელი პროექტების კატეგორიებია: სასმელი წყლი და სარწყავი სისტემები, სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრი სამუშაოები, გზები, გარე განათება, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ამბულატორიის შენობები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სკვერები და თავშეყრის ადგილები, მინიჰესები და ა.შ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ დაფინანსება გაორმაგდა და ხობის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 784 ათასი ლარი გამოიყოფა.

Facebook