www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

2019-11-17
შეხვედრები ბიაში, ნოჯიხევში, გურიფულში და პირველ ხორგაში

პროექტ ,,ღია შეხვედრების" ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის ბიის, ნოჯიხევის, გურიფულის და პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრაზე ადგილობრივებმა დასვეს მათთვის მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხები, რომელთა შორის პრიორიტეტულად შიდა გზების, წყლის სისტემის, გარე განათების, სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია დასახელდა. გამართულ შეხვედრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ. გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებისთვის თანხები მომავალი წლის ბიუჯეტში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.
facebook