www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

2019-11-14
სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

ხობის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების გეგმისა და პრიორიტეტების დოკუმენტის შექმნის მიზნით ჩამოყალიბებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
შეხვედრის მონაწილეებმა დოკუმენტის შექმნის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს
სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში მერიის, საკრებულოს, არასამთავრობო ორგანიზაციების და იურიდიული პირების წარმომადგენლები შედიან
მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების და პრიორიტეტების დოკუმენტი მოიცავს ინფრასტრუქტურის, სოციალური სფეროს, ეკონომიკის განვითარებასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე, SWOT ანალიზს.

2019-11-14
მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი განიხილა

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა დავით ჭოჭუამ მერის სათათბირო ორგანოს-სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებს ხობის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი და 2021-2023 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი წარუდგინა. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის განმარტებით ბიუჯეტის შემოსულობები 9920.9 ათასი ლარით განისაზღვრა. ხოლო, ძირითად პრიორიტეტებს - სოციალური სფერო, ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და სკოლამდელი განათლება წარმოადგენს. მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განსახილველად საკრებულოს წარედგინება.