12 აგვისტოს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საკათალიკოსო სასახლეში პოეზიის საღამო გაიმართა. ტარიელ ხარხელაურმა, პეტრე კოლხმა, ლაშა გვასალიამ, ია ნანეიშვილმა, ბესარიონ ჩანქსელიანმა და დიკა სალაყაიამ საკუთარი ლექსები წაიკითხეს.
საკათალიკოსო სასახლეში მოეწყო ხატმწერ ქეთი ყურაშვილისა და თვითნასწავლ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა.
„ცოტნეობის“ დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.