www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2018-07-19
მერიის საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, ზვიად ბუკია უძღვებოდა. კომისიის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: 1. ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსების გამოცხადება 2. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის პროგრამის, პირობების, კანდიდატების შეფასების ფორმების დამტკიცების შესახებ“ 3. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის გრაფიკის დამტკიცების შესახებ“ . ღია კონკურსები გამოცხადებულია ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში შემდეგი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად: ა) ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის, ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ხობის ადმინისტრაციულ ერთეულში საქმიანობის კოორდინაციის საკითხებში; ბ) ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობისა და დასახლებებში გარე იერსახის ზედამხედველობის საკითხებში; გ) ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - მერიის შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის უფროსი; დ) ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ხობის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში. ვაკანსიების შესახებ განცხადება გამოქვეყნებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (https://www.hr.gov.ge). დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ სხდომა დახურულად გამოცხადდა.

2018-07-19
ხობში ანსამბლ „ოდაბადეს“ კონცერტი გაიმართა

19 ივლისს, ხობის კულტურის სახლის დიდ სცენაზე ანსამბლ „ოდაბადეს“ კონცერტი გაიმართა. ფოლკლორული ანსამბლი მაყურებლის წინაშე ხალხური სიმღერებით და საგალობლებით წარსდგა.

ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და თვითმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

კულტურული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა.
FACEBOOK