www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2018-07-13
,,თბილისის ბიგ-ბენდის” და “ქართული ხმების” კონცერტი ხობში

14 ივლისს, 18:00 საათზე, ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში, „ქართული ხმების“, „თბილისის მერიის ბიგ-ბენდის“ და მაია ბარათაშვილის ერთობლივი საიუბილეო კონცერტი გაიმართება. კონცერტზე დასწრება თავისუფალია და ის ,,Chek in Georgi’’-ს ფარგლებში ტარდება.

2018-07-13
სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში სკოპინგის ანგარიშის (პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გარემოზე ზემოქმედების შეფასების და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და აღნიშნული ინფორმაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს) საჯარო განხილვა გაიმართა. მომხსენებელმა პროექტის ტექნიკურ მონაცემებზე, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიაზე და ჩასატარებელი საბაზისო/საძიებო კვლევების შესახებ ისაუბრა. ანგარიშის განხილვას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ნავთობის და გაზის რესურსების V სალიცენზიო ბლოკზე, (ტერიტორიულად მოიცავს წალენჯიხის, მესტიის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ცაგერის, ხონის, სენაკის, ხობის, ზუგდიდის, აბაშის, სამტრედიის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ლენტეხის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს და ქ. ფოთს) შპს „WEST GULF PETROLIUM ENGINEERING COMPANY LTD“ სახელმწიფოსთან გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მინიმალური სამუშაო პროგრამის (პირველ ეტაპზე ნავთობის და გაზის ოპერაციები იგეგმება ხობის (ჭალადიდი) და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე) შესრულებამდე ვალდებულია მოამზადოს V სალიცენზიო ბლოკის ტერიტორიის „გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში“. პროექტის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://drive.google.com/drive/folders/1YseJ0pCO6CCzN58BLi3pcA35E2exO7uy

FACEBOOK

2018-07-13
ქარიატაში ნაპირდამცავი ნაგებობა შენდება

ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გამოღმა ქარიატაში ნაპირდამცავი ჯებირის (ქვაყრილის) მშენებლობა მიმდინარეობს.
▶ პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 301 500 ლარია
▶ ჯებირის სიგრძე 90 მეტრია
▶ წყალდიდობის დროს დაცული იქნება სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ჩამორეცხვისგან
▶ პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხიდან ფინანსდება
▶ მშენებლობაზე დასაქმებულია ადგილობრივი მუშახელი ინფრასტრუქტურული ობიექტის მშენებლობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა გაეცნენ. საქართველოს მთავრობამ, 2017 წლის 24 ივლისის, N1543 განკარგულებით, ხობის მუნიციპალიტეტში წყალდიდობის დროს დაზიანებული ობიექტების (გზები, ხიდები, ხიდ-ბოგირები და ნაპირდამცავი ჯებირები) აღსადგენად მილიონ ნახევარი ლარი გამოყო.

FACEBOOK