www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728 

2018-02-15
საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა, ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, ადგილობრივ ფერმერებთან მორიგი შეხვედრა გამართეს. ფერმერებს მიეწოდა ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ ინვაზიური მავნებლის (აზიური ფაროსანა) საწინააღმდეგოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე და სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროგრამებსა და პროექტებზე. 
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ ახალი ქვეკომპონენტები (შეღავათიანი აგროკრედიტი და შეღავათიანი აგროლიზინგი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მექანიზაციისთვის) - აგროკრედიტი გულისხმობს შეღავათიანი აგროკრედიტის გაცემას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკისა და/ან იმპლემენტის შესაძენად, ხოლო შეღავათიანი აგროლიზინგი - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მექანიზაციისთვის, შეღავათიანი აგროლიზინგის გაცემას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკისა ან/და იმპლემენტის დასაფინანსებლად. 
ქვეკომპონენტების ფარგლებში, შეღავათიანი აგროკრედიტის მოცულობა განისაზღვრა 7000 ლარიდან 1 500,000 ლარის ჩათვლით. ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო არაუმეტეს 66 თვის განმავლობაში უზრუნველყოფს საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, წლიური 11%-ის ოდენობით. აგროლიზინგის ქვეკომპონენტის ფარგლებში კი, ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ თანადაფინანსების ოდენობა შეადგენს ლიზინგის გამცემის ინვესტიციის წლიურ 12%-ს). პროექტით დაინტერესების შემთხვევაში დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ადგილობრივ საინფორმაციო-საკონსულტაციოსამსახურს შემდეგ მისამართზე: ქალაქი ხობი, ცოტნე დადიანის N189, ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მე-3 სართული, ოთახი 303, ტელეფონი 595 858393.
https://apma.ge/projects/read/agro_credit/8:child