www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728 

2018-02-08
საჯიჯაოში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. საბავშვო ბაღი საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან შონიამ,  ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ გახსნეს. დღეიდან, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი კეთილმოწყობილ გარემოში წარიმართება.
ბაღის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ჩხოროწყუ-წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა ესწრებოდა.

პროექტის შესაბამისად განხორციელდა ბაღის სრული რეაბილიტაცია - კეთილმოეწყო შენობის ინტერიერი, ექსტერიერი, ეზო და სათამაშო მოედანი, შეიცვალა ელექტროგაყვანილობის და კანალიზაციის სისტემები.

ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა სახელშეკრულებო ღირებულება 174 ათასი ლარი შეადგინა. სამუშაოზე 20 მუშახელი იყო დასაქმებული.

საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ადგილობრივი თვითმმართველობის ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. 2013 წლიდან დღემდე აშენდა ერთი, ნაწილობრივ შეკეთდა 22 და სრულად კეთილმოეწყო 4 საბავშვო ბაღი.

 
2018-02-08
უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება
8 თებერვალს, ხობის მუნიციპალიტეტის თედო სახოკიას სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია სახელწოდებით - ,,ისტორია მოძღვარია ერისა" გაიმართა. 
საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა უნივერსიტეტის დაარსების ისტორიაზე და უნივერსიტეტის დამფუძნებელ ქართველ მამულიშვილთა ღვაწლზე ისაუბრეს.
კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, რომელმაც ქართულ ენაზე სწავლებითა და ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას, 1918 წლის 8 თებერვალს (ძვ. სტილით,  26 იანვარს) დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.