www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

2018-12-31
ხობის მუნიციპალიტეტის მერის საახალწლო მილოცვა

 

ძვირფასო ხობელებო გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, სიყვარულს და ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს.

ახალ წელს ვულოცავ ჩვენს ახალგაზრდებს! თქვენ ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე ხართ! მინდა იცოდეთ, რომ თქვენი წარმატებები ჩვენი ქვეყნის წინსვლის საწინდარია!

განსაკუთრებულად მინდა, მივულოცო იმ ადამიანებს, ვინც დღეს საქართველოში არ იმყოფება. მომავალი წელი სამშობლოში მათი დაბრუნების წელი ყოფილიყოს.

თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ჩვენმა სამშობლომ ბევრ განსაცდელს და წინააღმდეგობას გაუძლო. რადგან ქართველი კაცი თავისი ნიჭითა და შრომისმოყვარეობით მუდამ ახერხებდა ქვეყნისათვის სასიკეთო საქმეების კეთებას.

მიმდინარე წელი, მართლაც რომ, ნაყოფიერი აღმოჩნდა ხობის მუნიციპალიტეტისთვის. განხორციელდა არა ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი - კეთილმოეწყო გზები, საბავშვო ბაღები, აშენდა წყლისა და მელიორაციის სისტემები. ამის გარდა განხორციელდა ათობით პროექტი, რითაც ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ყოფა-ცხოვრება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. შესაძლებელი გახდა წამოგვეწყო უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომელთა მეშვეობითაც, ხობი მალე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით უფრო განვითარებული და კეთილმოწყობილი მუნიციპალიტეტი იქნება!

ყველას გისურვებთ სიმშვიდეს, მიმტევებლობას და უკეთესი მომავლის რწმენას. მჯერა,  ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობით, დასახული მიზნისკენ სწრაფვით და ურთიერთ სიყვარულით შევქმნით ჩვენი მუნიციპალიტეტის უკეთეს ხვალინდელ დღეს.

 

გოჩა ქაჯაია

ხობის მუნიციპალიტეტის მერი

 

 

 

 

2018-12-31
ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ
31 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, მერის პირველმა მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ,  მერის მოადგილე მახარე ჩოკორაიამ და საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ვლადიმერ ქანთარიამ ხობის უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი საახალწლო ნობათი 120-მა ბენეფიციარმა მიიღო.
 ხობის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო მომავალშიც გააგრძელებს სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას და საქველმოქმედო აქციების ხელშეწყობას.

Facebook

2018-12-31
მერმა ახალი წელი მიულოცა

ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია შინაგან საქმეთა სამინისტროს ხობის რაიონულ სამმართველოს, ხობის სახანძრო-სამაშველო განყოფილებას და კორპორაცია „ევექსის“ ხობის ჰოსპიტალს ეწვივნენ, თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს მათ პროფესიულ და საზოგადოებრივ საქმიანობაში.