www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2017-08-16
სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა იწყება

საქართველოს მთავრობის 24 ივლისის N1543 განკარგულებით, ხობის მუნიციპალიტეტში სტიქიის (ძლიერი წვიმა და წყალდიდობა) შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამოიყო მილიონ ნახევარი ლარი. აღნიშნული თანხა ასახულია ადგილობრივ ბიუჯეტში და გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერი ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე.

Ø  საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე  - 49.708 ლარი;

Ø  ხიდების და ხიდ-ბოგირების მშენებლობა-რეაბილიტაცია - 456.310 ლარი;

Ø  ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა - 893.144 ლარი.

სულ განხორციელდება 11 ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის:

Ø  ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში აღდგება ბონდის ხიდი;

Ø  გაღმა საჯიჯაოში განხორციელდება (მდინარე ზანაძგაზე) ორი ხიდის რეაბილიტაცია;

Ø  ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში მოეწყობა  ნაპირსამაგრი ჯებირი;

მიმდინარე წლის ივნისში, სტიქიამ ხობის მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. დაზიანებული ინფრასტრუქტურა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ და სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ დაათვალიერეს. მინისტრმა მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა უახლოეს პერიოდში დაიწყებოდა.