www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2017-08-14
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება
ხობის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები სპეციალური ტექნიკისა   თერმული ნისლის გამოყენებით ამუშავებენ საყანე ფართობებს (მასივებს). დღეისათვის, თერმული ნისლით საყანე ფართობები დამუშავებულია: ქვემო ქვალონის, ახალსოფლის და საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში. 
სამუშაოები გრძელდება და გრაფიკის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება ფართობების თერმული დამუშავება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შეიქმნა მავნებლის გავრცელების ამსახველი ინტერაქტიული რუკა და მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი.
 
2017-08-14
„სტუდენტური თვითმმართველობისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

14 ივლისს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის და არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეს“ ერთობლივი პროექტის - „სტუდენტური თვითმმართველობისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა და შესაბამისად გამარჯვებული გახდა სტუდენტური გუნდი, რომელმაც ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ საბაჟოს პრიორიტეტული პრობლემის გადაჭრის სტრატეგიული ხედვის დოკუმენტი შეიმუშავა. „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“ არის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს, ახალგაზრდების ჩართვას სამოქალაქო განვითარების პროცესში, ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერებას და ამასთანავე, თვითმმართველობის იდეის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში. სტუდენტური გუნდი ექვსი წევრისაგან შედგება (თეკლე ბერაია, ნიკა ფანცულაია, ლევან სესკურია, არჩილ არჩილია, ნათია ბერიძე და შალვა სარდალიშვილი), რომელთაგან სამი ხობელი ახალგაზრდაა. არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეს“ მხარდაჭერით გამარჯვებული გუნდის წევრებისთვის გერმანიისა და პოლონეთის ქალაქებში მოეწყობა სასწავლო-შემეცნებითი ტური. პროექტის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართა სხვადასხვა ღონისძიება - სტუდენტები შეხვდნენ გამგებელს, სადაც განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის საკითხები; ჩატარდა დასახლების საერთო კრება და გამგებლის სათათბირო ორგანოს-სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებთან შეხვედრა. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ულოცავს სტუდენტური გუნდის წევრებს მნიშვნელოვან წარმატებას საზოგადოებრივ საქმიანობაში.