www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

2017-04-26
სპორტული ფესტივალი
ქალაქ ხობში, ხობის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით საჭადრაკო ტურნირი მიმდინარეობს, რომელიც  შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად ტარდება. საჭადრაკო პირველობის დასკვნითი ტურის შეხვედრები 27 აპრილს გაიმართება.
ფესტივალის ფარგლებში მუნიციპალური პირველობა ასევე ჩატარდება: ქუჩის კალათბურთში (3X3), მინი-ფეხბურთსა და 60 მეტრზე რბენაში.
გამარჯვებულ მოსწავლეებს 8 დღით, ანაკლიის „მომავლის ბანაკი“ უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მფლობელები გამოვლინდებიან.
სპორტული ღონისძიება სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა“ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით ხორციელდება.
28 აპრილი, 14 საათი - კალათბურთი, ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზი;
1 მაისი, 13 საათი - მინი-ფეხბურთი, ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონი;
5 მაისი, 14 საათი - სპრინტი, ხობის ცენტრალური სტადიონი.
 
2017-04-26
დასუფთავების აქცია ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში

26 აპრილს დასუფთავების აქცია ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა. დასუფთავდა ხობის მონასტრისა და რკინისგზის მიმდებარე ტერიტორია. მსგავსი ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში პერიოდულად განხორციელდება.

2017-04-26
ჩერნობილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა
1986 წლის 26 აპრილს, უკრაინის ტერიტორიაზე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მე-4 ბლოკზე  ავარია მოხდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მეოთხე ბლოკი სრულიად განადგურდა; გარემოში დიდი რაოდენობით რადიოაქტიური ნივთიერება გამოიტყორცნა. ავარიის შედეგად ათეულობით ათასმა ადამიანმა მიიღო რადიაციული დასხივება. 
ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე 16 მოქალაქეს, პირად ანგარიშზე 100-100 ლარი ჩაერიცხება.