www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

2017-12-13
მერის წარმომადგენლებს აუდიტორული შემოწმების ანგარიში გააცნეს

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და კონტროლის უფროსი, მინდია ნაჭყებია და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ზვიად ბუკია ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის უფროსმა მერის წარმომადგენლებს,  მათი საქმიანობის აუდიტორული შემოწმების ანგარიში და ცალკეული საკითხების რეგულირების მიზნით გაცემული რეკომენდაციები გააცნო.

მერიის შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახური უზრუნველყოფს მერიისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფას და კანონიერებას, ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობის დაცვასა და ეფექტიანობის გაზრდას.