www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2017-10-17
ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის სხდომა გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან არსებული კოლეგიური ორგანოს - პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას კომისიის თავმჯდომარე მახარე ჩოკორაია უძღვებოდა. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენის მიზნით, დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა. კომისიის წევრებმა წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მოწმეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დაადგინეს: საქართველოს ტერიტორიაზე ჯამურად არანაკლებ 5 წლის განმავლობაში ცხოვრების და 1993 წლის 31 მარტისათვის საქართველოში ყოფნის/ცხოვრების ფაქტები. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ, კომისიის სხდომა დახურულად გამოცხადდა. კომისია ადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირის ცხოვრების ან/და კონკრეტულ დღეს ყოფნის ფაქტს და გასცემს შესაბამის ცნობას, რომლის საფუძველზეც პირს შესაძლებელია დაუდგინდეს საქართველოს მოქალაქეობა.