www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2017-10-11
შეხვედრა სექსუალური შევიწროების პრევენციის საკითხებზე

11 ოქტომბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომელმა კოკა მებონიამ, დასაქმების ადგილზე და საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების პრევენციის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
მომხსენებელმა სექსუალური შევიწროების ფორმებზე, არსებულ მითებსა და ადგილობრივ და საერთაშორისო რეგულაციებზე ისაუბრა. მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის სექსუალური შევიწროების შესახებ ელექტრონული კურსის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციის დასასრულს, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში, დაესვათ შეკითხვები და განეხილათ მაგალითები.
შეხვედრის მონაწილეთა ძირითადად ინტერესს წარმოადგენდა საქართველოში სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო რეგულაციები და დაცვის მექანიზმები; აგრეთვე, შეკითხვები შეეხებოდა სექსუალური შევიწროების ფორმების იდენტიფიცირებას და მათ გამოვლენას.
სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი, კვლავ განაგრძობს მუშაობას დასაქმების ადგილზე და საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების შესახებ ცნობიერების ამაღლების და პრევენციის მიმართულებით.

2017-10-11
„ცოცხალი წიგნები“ ხობში

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ,,პოეზიის მეგობართა კლუბის’’ ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის - „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში, თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, თანამედროვე ქართველ მწერლებთან შეხვედრა გაიმართა. ბიბლიოთეკაში შეკრებილ მკითხველებს საკუთარი შემოქმედება ელა გოჩიაშვილმა, შალვა ბაკურაძემ, ზაზა ბიბილაშვილმა, ირმა მალაციძემ, ბესო სოლომონაშვილმა, ბელა ჩეკურიშვილმა და ნინია სადღობელაშვილმა წარუდგინეს და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს. პროექტი „ცოცხალი წიგნები“ გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებისა და ქალაქების საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში, მწერლების სტუმრობას და მკითხველთან შეხვედრას. პროექტის ფარგლებში იმართება პოეზიის საღამოები, თანამედროვე ავტორთა წიგნების პრეზენტაცია და დისკუსიები მკითხველთათვის საინტერესო თემებზე.