www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2017-01-09
ხობში სიმინდის გადამამუშავებელი საწარმო შენდება
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ლაიტი“ ENPARD-ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებისათვის) მიერ დაფინანსებული პროექტის „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისათვის“ ფარგლებში მოპოვებული გრანტით, ქალაქ ხობში სიმინდის მარცვლის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას ახორციელებს.
საგრანტო პროექტში მოპოვებული თანხის მოცულობამ 84 ათასი ლარი, ხოლო  კოოპერატივის თანადაფინანსებამ 28 ათასი ლარი შეადგინა. 
სამუშაოს დასრულების შემდეგ სიმინდის მარცვლის გადამამუშავებელი საწარმო: ფქვილის, ღერღილის და საქონლის კონბინირებული საკვების წარმოებას დაიწყებს.
სასოფლო-სამეურნეო პროექტი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მონაწილეობით ხორციელდება.