www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

2016-08-24
ნუტი ლემონჯავას სახელობის საფეხბურთო ტურნირი

25 აგვისტოს,  16 საათზე,  ხობის ცენტრალურ სტადიონზე სტარტს აიღებს ხობის „კოლხეთი-2“-ის ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის, ნუტი (ნუგზარ) ლემონჯავას სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში. ტურნირში მონაწილეობენ: ბათუმის სასპორტო სკოლის, ზუგდიდის „ოდიშის“, სენაკის „სპარტაკის“, ხობის „კოლხეთის“, ხონის სასპორტო სკოლის, ფოთის „კოლხეთის“, აბაშის „ზანას“, მარტვილის საფეხბურთო სკოლის 2006-2007 წლებში დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდები.

 საფეხბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრები გაიმართება 29 აგვისტოს.

 

                                                           გათამაშების კალენდარი

A          ჯგუფი                                                                                                         B ჯგუფი

1.             „კოლხეთი“ ხობი                                                                       1. ხონის სასპორტო სკოლა

2.             სასპორტო სკოლა ბათუმი                                                       2. „კოლხეთი“ ფოთი

3.             „ოდიში“ ზუგდიდი                                                                   3. აბაშის საფეხბურთო კლუბი „ზანა“

4.             „სპარტაკი“ სენაკი                                                                      4. საფეხბურთო სკოლა მარტვილი

25        აგვისტო

1.             ხობი-ზუგდიდი       16:00                                                   1. ხონი-აბაშა   17:00

2.             ბათუმი-სენაკი           17:00                                                  2. ფოთი- მარტვილი   18:00

26 აგვისტო

1.             ხობი-სენაკი     16:00                                                                    1. ხონი -მარტვილი   17:00

2.             ბათუმი ზუგდიდი       16:00                                                       2. ფოთი- აბაშა   17:00

27        აგვისტო

1.             ხობი-ბათუმი       16:00                                                          1. ხონი-ფოთი     17:00

2.             ზუგდიდი- სენაკი      16:00                                                   2. აბაშა-მარტვილი    17:00

28 აგვისტო

ნახევარფინალები

1.                                                                                                                                              16:00

2.                                                                                                                                             17:00

 

29 აგვისტო

მატჩი მესამე ადგილისათვის

ფინალი

2016-08-24
ნეტ-ბუკები პირველკლასელებს

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ხობის მუნიციპალიტეტში, პირველკლასელთა ნეტ-ბუკების - „ბუკის” დარიგების პროცესი დაასრულა. ახალი სასწავლო წლიდან, ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 343 პირველკლასელი სახელმწიფოს საჩუქრით - ნეტ-ბუკით ისარგებლებს.

2016-08-24
გამგებელი „აფხაზეთის“ წარმომადგენლებს შეხვდა
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის - „აფხაზეთის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამის შესახებ ისაუბრეს. გამგებელი ცენტრის წარმომადგენლებს, ხობის მუნიციპალიტეტში პროგრამის განხორციელების საქმეში სრულ მხარდაჭერას დაპირდა.
საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა “აფხაზეთმა” საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა, პროექტის ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები, დაბრუნებული მიგრანტები, სხვადასხვა სახის  მომსახურებას მიიღებენ.
 
პროგრამის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,  განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო 2015 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის მხარდაჭერას.
პროგრამის მიზანია სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ისეთი სერვისებით უზრუნველყოფა, რაც მათ გრძელვადიან და მდგად რეინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია:
საქართველოს მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, (საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით) რომელიც: 
-საზღვარგარეთ იმყოფება ერთ წელზე მეტი ვადით არალეგალურად, ან საზღვარგარეთ ჰქონდა განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდა  ჰუმანიტარული სტატუსით.
- საქართველოში დაბრუნებიდან არ არის გასული 1 წელი.
პროგრამაში მონაწილეობა არ შეუძლია პირს, თუ იგი:
-საზღვარგარეთ იმყოფებოდა ლეგალურად სასწავლო პროგრამით ან სამუშაო კონტრაქტით: 
-არის მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) „ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის (AVRR)”ან სხვა სარეინტეგრაციო პროგრამის მონაწილე.
2016 წელს პროგრამით გათვალისწინებულია დაბრუნებულ მიგრანტთათვის შემდეგი სერვისების მიწოდება:
- აეროპორტში დახვედრა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის;
- სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტებით უზრუნველყოფა (მწვავე, ქრონიკული, სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების მქონე პირთათვის); ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია;
- სოციალური პროექტების დაფინანსება შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით;
- ხელსაწყოების შეძენა თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 599 85 60 98; 577 68 47 16; 597 73 52 13.