www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

2016-07-27
სასპორტო სკოლის სპორტული ინვენტარი განახლდა

ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ მიერ,  სასპორტო სკოლის  ძიუდოს, კარატეს, კრივის, ბერძნულ-რომაული ჭიდაობისა და რაგბის ჯგუფებისთვის შეძენილ იქნა 3600 ლარის   ღირებულების სპორტული ინვენტარი.

ხელშეკრულება გაფორმებულია  და უახლოეს დღეებში ხობელ მორაგბეთა გუნდი, დამატებით, 880 ლარის ღირებულების ფორმას მიიღებს.

2016-07-27
ხობის მონასტერში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ხობის ღვთისმშობლის მიძინების მონასტრის ეზოში საკათალიკოსო სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ძველი ნაგებობის გაწმენდის შედეგად პირველ სართულზე აღმოჩნდა მარანი, 11 სხვადასხვა ზომის ქვევრით, ასევე ადრე ქრისტიანული პერიოდის ნაგებობის ნაშთი  და ნაგებობის ქვეშ ადრე ანტიკური ხანის ნამოსახლარი. 
   სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა  ნიკოლოზ ანთიძემ, სარესტავრაციო სამუშაოების ხელმძღვანელმა  თამაზ იაქაშვილმა, ფოთისა და ხობის  მიტროპოლიტმა გრიგოლიმ, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და  ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს. 
   უახლოეს დღეებში, მეცნიერების მიერ აღნიშნული არტეფაქტების შესწავლა იგეგმება, რის შემდგომაც სარესტავრაციო სამუშაოები გაგრძელდება.