www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

2016-07-25
პროექტი „სიცოცხლე გარემოს"
“თორსის ქალთა საინიციატივო ჯგუფი” საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და ასოციაცია „ათინათის“ პარტნიორობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის - "გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში" ფარგლებში მოპოვებული გრანტით ახორციელებს პროექტს - „სიცოცხლე გარემოს". პროექტის ფარგლებში, თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში ეკალ-ბარდებისგან და ნარჩენებისგან გაიწმინდა 3 კილომეტრიანი გზის მიმდებარე ტერიტორია, განთავსდა საინფორმაციო ბანერები, დაიდგმევა სხვადასხვა ზომის, 11 ერთეული ურნა, დამონტაჯდება ვიდეოთვალი, თორსის, ხეთის, ხამისქურის და პირველი მაისის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართა სემინარი, მომზადდა და დაიბეჭდა გარემოსდაცვით საკითხებზე ბუკლეტები. 
პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და თანადაფინანსებით ხორციელდება.
2016-07-25
აქცია „დავასუფთაოთ ჩვენი ქალაქი“

ქალაქ ხობში, დასუფთავების აქცია „დავასუფთაოთ ჩვენი ქალაქი“ გაიმართა. ადგილობრივმა ახალგაზრდებმა აქციის ფარგლებში ქალაქის ტერიტორია დაასუფთავეს. ორგანიზატორთა განცხადებით დასუფთავების აქცია ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში პერიოდულად გაიმართება.

აქციის ფარგლებში შეგროვილი ნაგავი, შპს „ხობი დასუფთავება და განათება“-ს თანამშრომლებმა გაიტანეს.