www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

2016-07-22
ქ. ხობში კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება.
ქალაქ ხობში მიმდინარეობს კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სკვერის, ცოტნე დადიანის ქ. N202-ზე მდებარე შენობის ფასადის, სკვერის, პანოს და დეკორატიული ღობის სარემონტო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, ასევე გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის პანდუსების მოწყობა. პროექტს, რომლის ღირებულებაც 33997.13 ლარია, შპს „სავე 1974 SAVE 1974” ახორციელებს.   სამუშაოზე 10 ადგილობრივია დასაქმებული.
 
2016-07-22
ხამისკურში გამრიცხველიანების სამუშაოები დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ზემო ქვალონის შემდეგ, ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოები ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულშიც დასრულდა. 
სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდა 0,4 კვ-ის ქსელის სარეაბილიტაციო და ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოები. კერძოდ: ინდივიდუალურად გამრიცხველიანდა 264 აბონენტი, დამონტაჟდა 16695 მეტრი სიგრძის სადენი და 305 ცალი რკინა-ბეტონის საყრდენი ბოძი.