www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 

2016-06-22
ხობელი მოჭიდავე ევროპის ჩემპიონია (video)
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა და ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის" სასპორტო სკოლის მოჭიდავემ ნუგზარ წურწუმიამ და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ხობელმა ფალავანმა უკრაინელი ვიტალი კუშნირი (10:2), სომეხი სერგეი სიმონიანი (4:2) და იტალიელი ჯოვანი ფრენი (6:3) დაამარცხა, ფინალში კი აზერბაიჯანელ აზარ ნასიბის დაძაბულ ბრძოლაში 10:8 სძლია და 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ულოცავს სახელოვან სპორტსმენს მიღწეულ წარმატებას და უსურვებს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის მრავალგზის აჟღერებას მსოფლიო ჩემპიონატსა და ოლიმპიურ თამაშებზე.

2016-06-22
სამართლებრივი და პიროვნული განვითარების ტრენინგები იწყება
სამართლებრივი და პიროვნული განვითარების ტრენინგების გავლა 1 ივლისიდან  საქართველოს 8 რეგიონში იქნება  შესაძლებელი
იუსტიციის სასწავლო ცენტრის ახალი პროექტი -  „საქმოქალაქო საზოგადოების გაძლიერება“
 
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე საქართველოს 33 სოფელში  იწყებს ტრენინგების უფასოდ ჩატარებას. სამართლებრივი და პიროვნული განვითარების ტრენინგები  სოფლების საზოგადოებრივ ცენტრებში გაიმართება და მათი მიზანია  სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, რეგიონის მცხოვრებთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და პიროვნული განვითარების ხელშეწყობა.
სატრენინგო თემები შერჩეულია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინებით და ორიენტირებულია პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზე, რათა სოფლის მკვიდრებმა უკეთ  ისარგებლონ საკუთარი უფლებებით და სახელმწიფო სერვისებით, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ პროცესებში. 
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-65 წლის ასაკის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს  სურვილი მიიღოს ინფორმაცია საკუთარი სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ და დაინტერესებულია სოციალური უნარების განვითარებით. 
სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია 18 ივნისიდან 1 ივლისამდე  სოფლებში არსებულ საზოგადოებრივ ცენტრებში ან ვებგვერდზე tcj.gov.ge . ტრენინგების ბოლოს გაიცემა სერტიფიკატები. 
ტრენინგების თემებია:  სამართალი და ადამიანის უფლებები, კონსტიტუციურ ორგანოთა სისტემა და ადგილობრივი თვითმმართველობა, საკუთრების უფლება, სამეწარმეო და საგადასახადო სამართლის საბაზისო ცნებები, რა არის ევროკავშირი, რა არის დისკრიმინაცია, ეფექტიანი კომუნიკაცია, კონფლიქტის მართვა, დროის მართვა, პროექტის მართვა და პროექტი წერა. 
 
სწავლება ჩატარდება შემდეგ სოფლებში:
 
 
1. შაშიანი 
2. სართიჭალა 
3. გომი 
4. რუისი
5. ჭალადიდი
6. ხევი 
7. მანგლისი 
8.  კოდა
9.  ფოკა 
10.  ნიგოითი 
11.  ჯვარი 
12.  შორაპანი
 13. ყვარელწყალი
 14.  მუხაესტატე 
15.  გეგუთი   
16.  მეჯვრისხევი 
17.  კაჭრეთი 
18.  ხიდისთავი 
19.  ნუკრიანი    
20.  კორბოული 
21.  ღორეშა 
22.  კაზრეთი
23.  შილდა 
24.  ორსანტია 
25.  ქვემო ნატანები 
26.  კაბალი 
27.  დაბა ლენტეხი
 28.  დაბა ჩაქვი
 29.  ხრეითი 
30.  სადახლო
31.  რუხი 
32.  დიდი ჯიხაიში 
33.  მარტყოფი 
 
2016-06-22
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა
13 მაისს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა.
 კომისიის სხდომის დღის წესრიგით განსახილველ საკითხს წარმოადგენდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება, რომელიც გამგეობაში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჯარო კონკურსის გამოცხადებას შეეხებოდა.
კომისიამ მოისმინა გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ინფორმაცია გამგეობაში არსებული ვაკანტური თანამდებობის შესახებ და ამ თანამდებობის კონკურსის წესით შევსების მიზნით კონკურსის ორგანიზებისათვის გაწეულ სამუშაოებთან დაკავშირებით.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, კონკურსის გამოცხადებისთვის აუცილებელი ინფორმაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიეწოდება არაუგვიანეს 13 მაისისა, რის შემდგომაც, ვაკანსია გამოქვეყნდება ბიუროს ვებგვერდზე (www.hr.gov.ge).
 
2016-06-22
ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი ხობში

22 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიისა და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს. 
ოფიციალურმა პირებმა მონიტორინგი აწარმოეს ქალაქ ხობში, სადაც შიდა გზები მოასფალტდა, მოასფალტების პარალელურად ადგილებზე მოეწყო ბეტონის სანიაღვრე არხები, მიმდინარეობს N1 საბავშვო ბაღის და ცენტრალური სტადიონის სრული რეაბილიტაცია, ხოლო ზემო ქვალონსა და შუა ქვალონში წყალსაცავი სისტემის მოწყობის სამუშაოები. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან წელს ხობის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილია 2 550 000 ლარი.
აღნიშნული პროექტების განხორციელების პროცესში, სამშენებლო სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.