www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2016-05-23
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ახალი სისტემები დაინერგა
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადამიანური რესურსების მართვის გაუმჯობესებისა და დასაქმებულთა ერთიანი ბაზის შექმნის მიზნით დაინერგა „ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა“ (EHMRS).
სისტემა იძლევა საბაზო საკადრო ადმინისტრაციის ფუნქციების ავტომატიზების საშუალებას. მასში გაერთიანებულია შემდეგი ფუნქციები:
სტრუქტურის და საშტატო ერთეულების მართვა;
სტატისტიკური ინფორმაციის გენერაცია;
თანამშრომლების შესახებ სრულყოფილი, მუდმივად განახლებული ელექტრონული     ინფორმაციის არსებობა;
პერსონალის ხელფასის უწყისის რეესტრი;
თანამშრომლის მივლინების რეესტრი და ა. შ.
სისტემის უპირატესობებია:
ადამინისტრაციული დანახარჯების შემცირება და მუშაობის ხარისხის ზრდა;
საკადრო საქმიანობის შესრულებაზე დახარჯული დროის და რესურსების მნიშვნელოვანი ეკონომია.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ასევე დაინერგა პროგრამა „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობას საშუალებას მისცემს სწრაფად და ეფექტურად მიაწოდონ ადგილობრივ მოსახლეობას ისეთი  სერვისები, როგორიცაა: ფინანსური სოციალური დახმარება, მშენებლობის ნებართვების გაცემა, ქონების პრივატიზაცია  და ა.შ.
ზემოაღნიშნული პროგრამების მომხმარებელმა ადგილობრივი თვითმმართველობის  მოხელეება გაიარეს იუსტიციის სასწავლო ცენტრის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესაბამისი სასწავლო კურსები.
პროგრამა ხორციელდება სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში, რომელშიც ხობის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთ საპილოტე მუნიციპალიტეტად არის შერჩეული.
 
2016-05-23
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამა
25 მაისი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი - მოსწავლეთა ნახატების გამოფენა;
26 მაისი, 11 საათი, ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონი - ოთხთა ტურნირი ფეხბურთში გოგონათა შორის (ზუგდიდი, ჩხოროწყუ, ხობი);
26 მაისი, 12 საათი, ქალაქ ხობის კულტურის სახლის დიდი დარბაზი, კონცერტი ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით;
26 მაისი, 14 საათი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ფეხბურთში (ფინალური შეხვედრები).
 
2016-05-23
საფეხბურთო პირველობის ნახევარფინალური მატჩი
23 მაისს, ქალაქ ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა ქალაქ ხობის  და  ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდების მონაწილეობით. შეხვედრა დასრულდა ქ. ხობის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 3-1.
24 მაისს, 16 საათზე, ქალაქ ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება მეორე ნახევარფინალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ძველი ხიბულისა და პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულების გუნდები შეხვდებიან.