www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2016-05-21
გუბერნატორმა ლევან შონიამ ნაპირსამაგრის მშენებლობა დაათვალიერა
ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მეორე გურიფულში ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. 
21 მაისს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელ გოჩა ქაჯაიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავასთან ერთად გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე მასშტაბური ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა. ნაპირსამაგრ სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 1 მილიონ ლარამდეა, შპს „GORKEM” ახორციელებს და 20 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. ამ დროისათვის სამუშაოების 50 % შესრულებული. ნაპირსამაგრის მოწყობის შემდეგ 15 ოჯახის გადასახლების საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნება და მდინარე ხობის ადიდების შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობის საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და საავტომობილო გზა დატბორვისგან იქნება დაცული.
 
2016-05-21
ხობის „კოლხეთის“ გამარჯვება
21 მაისს, ქალაქ ხობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს XXVII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი გაიმართა.  ერთმანეთს ხობის „კოლხეთი“ და ჩხოროწყუს „სამეგრელო“ შეხვდნენ. მატჩი „კოლხეთის“ გამარჯვებით, ანგარიშით  3-2 დასრულდა.
ხობის „კოლხეთმა“ ჩემპიონატი 64 ქულით, მესამე ადგილზე დაასრულა.