www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

2016-12-31
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის საახალწლო მილოცვა
ხობის  მუნიციპალიტეტს და მთლიანად საქართველოს ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს! 
     2017 წელი ყოფილიყოს ახალი სურვილების, სიკეთის და ბედნიერების მომტანი. მინდა ვუსურვო კეთილდღეობა თქვენს ოჯახებს. ეს ის დღეებია, როდესაც ყველა ივიწყებს დროებით დარდს, ტკივილს და თბილი გულით ხვდება ახალს.    
 ახალი წელი ხომ ძველის დავიწყების და ახლის შემობრძანების სიმბოლოა.  ჩვენი სამშობლო აუცილებლად გახდება წელში გამართული და ეკონომიურად ძლიერი. გასულმა წელმა წარმატებით ჩაიარა, ჩვენს მუნიციპალიტეტში განხორციელდა ბევრი დიდი პროექტი, რომელიც მოსახლეობისთვის იყო პრიორიტეტული. ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ.
ყველას გისურვებთ სიმშვიდეს, მიმტევებლობას, ერთმანეთის სიყვარულს და უკეთესი მომავლის რწმენას. მე მჯერა,  ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობით, დასახული მიზნისკენ დაუღალავი სწრაფვით და ურთიერთ სიყვარულით შევქმნით უკეთეს მომავლს.
      ღმერთმა ქნას, ჩვენ სამშობლოს მშვიდობისა და სიკეთის ახალი წელი გაუთენდეს.  
 
 
2016-12-31
გამგებელმა და თავმჯდომარემ მხცოვან ქალბატონს ახალი წელი მიულოცეს

ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ, 109 წლის თამარ ჯალაღონიას სახლში ეწვივნენ, დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. გამგებელმა და გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ დამდეგი ახალი წელი, ასევე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს, საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ გოდორაძეების მრავალშვილიან ოჯახს.

2016-12-31
საქველმოქმედო აქცია „დავეხმაროთ ერთმანეთს“

ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ, მრავალშვილიან 10 ოჯახს, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, შემოწირულობის სახით მიღებული საკვები პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები გადაეცათ. საქველმოქმედო აქცია „დავეხმაროთ ერთმანეთს“, სამეგრელო-ზემო სვანეთის დამოუკიდებელი საინფორმაციო პორტალ - „თავისუფალი პრესის“ ინიციატივითა და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს მხარდაჭერით განხორციელდა. საქველმოქმედო აქციაში ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.