www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

2016-12-09
შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან

პროექტი ,,სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა მდგრადი და ეფექტური გადაწყვეტილებებისათვის”, რომელსაც ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია ,,World Vision” საქართველო, ახალგაზრდების მოქალაქეობრივი შეხედულებების განვითარებასა და ადვოკატირებაზეა ორიენტირებული. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტში სტუმრად იმყოფებოდა ორგანიზაციის სამეგრელოს რეგიონის კოორდინატორი მიშა როგავა ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან ერთად,არასამთავრობო ორგანიზაცია ,,World Vision“ მიმდინარე პროექტის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში, კერძოდ, პირველ მაისში, თორსასა და ხეთის თემში ახალგაზრდული ჯგუფების გადამზადებისა და აქტიური მოქალაქეობრივი ხედვების ხელშემწყობის პოლიტიკის განხორციელებისა და სამოქალაქო საზოგადოებაში მათ აქტიურ მონაწილეობის უზრუნველყოფას ახორციელებს. ხობელმა ახალგაზრდებმა ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებს, მათ მიერ შექმნილი პროექტები გააცნეს, რომლებმაც დახმარება და სამომავლო გეგმების განხორციელებაში მხარდაჭერის სურვილი გამოხატეს. შეხვედრას გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია, მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ. ორგანიზაცის რეგიონულმა კოორდინატორმა აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა ხობის ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობასთან და აღნიშნა, რომ მათი მხრიდან მსგავსი ტიპის შეხვედრები სამომავლოდაც გაგრძელდება ხობელი ახალგაზრდების საკეთილდღეოდ.

2016-12-09
ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა მკლავჭიდში
9 დეკემბერს, ქალაქ ხობში გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა მკლავჭიდში ჭაბუკთა შორის. ტურნირში 65 ჭაბუკი მკლავჭიდელი მონაწილეობდა. რვა წონით კატეგორიაში გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ მკლავჭიდელებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ. 
სპორტული შეჯიბრების დასკვნით ნაწილს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია და ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა სიჭინავა ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ ორგანიზებით განხორციელდა.