www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

2016-12-07
საბავშვო ბაღებს პიანინოები გადაეცა

ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ მიერ, საბავშვო ბაღებისთვის შეძენილ იქნა 6 პიანინო. საკრავი ინსტრუმენტების საერთო ღირებულება 4050 ლარს შეადგენს. პიანინოები სხვადასხვა საბავშვო ბაღში გადანაწილდა.

2016-12-07
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა
7 დეკემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა.
 კომისიის სხდომის დღის წესრიგით განსახილველ საკითხს წარმოადგენდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები, რომლებიც გამგეობაში და საკრებულოს აპარატში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად საჯარო კონკურსის გამოცხადებას შეეხებოდა.
კომისიამ მოისმინა გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის და საკრებულოს აპარატის უფროსის ინფორმაციები გამგეობაში და საკრებულოს აპარატში არსებული ვაკანტური თანამდებობების შესახებ და ამ თანამდებობების კონკურსის წესით შევსების მიზნით კონკურსის ორგანიზებისთვის გაწეულ სამუშაოებთან დაკავშირებით.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, კონკურსის გამოცხადებისთვის აუცილებელი ინფორმაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიეწოდება არაუგვიანეს 8 დეკემბრისა, რის შემდგომაც, ვაკანსიები გამოქვეყნდება ბიუროს ვებგვერდზე (www.hr.gov.ge).