www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

2016-10-10
გენადი კვიკვინია მსოფლიო ჩემპიონია
ბულგარეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა მკლავჭიდელებმა და 10 ოქროს, 5 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 
წარმატებულმა ხობელმა სპორტსმენმა, მსოფლიოსა და ევროპის  ჩემპიონმა, გენადი კვიკვინიამ (110 +) მორიგი გამარჯვება იზეიმა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
 
2016-10-10
სასპორტო სკოლის სპორტული ინვენტარი განახლდა

ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ მიერ, სასპორტო სკოლის ჭადრაკის, სამბოს, კრივის კარატეს, მძლეოსნობის, რაგბის, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის და მკლავჭიდის ჯგუფებისათვის შეძენილ იქნა 11835 ლარის ღირებულების სპორტული ინვენტარი.

2016-10-10
''კოლხეთის'' გამარჯვება

10 ნოემბერს, ხობის ცენტრალურ სტადიონზე, გარდამავალი საფეხბურთო ჩემპიონატის „თეთრი ჯგუფის“ მეორე წრის მე-10 ტურის მატჩი გაიმართა. ერთმანეთს ხობის ''კოლხეთი'' და ხარაგაულის „ჩხერიმელა“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიში 3:0 დასრულდა. ხობის „კოლხეთის'' ვეტერანმა ფეხბურთელმა როინ ონიანმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. გულშემატკივრებმა და საფეხბურთო კლუბის მესვეურებმა 41 წლის ფეხბურთელს მადლობა გადაუხადეს შთამბეჭდავი საფეხბურთო კარიერის და წლების განმავლობაში მაღალ დონეზე თამაშის გამო. როინ ონიანი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში გამოდიოდა სხვადასხვა კლუბის შემადგენლობაში: 1996-1999 წ.წ.- ხობის „კოლხეთი“; 2000 წ. - თბილისის „ლოკომოტივი“; 2000 წ. - ზუგდიდის „დინამო“; 2001-2003 წ.წ. - თბილისის „ლოკომოტივი“; 2004 წ. - ბოლნისის „სიონი“; 2004 წ. - გორის „დილა“; 2005 წ. - თბილისის „ლოკომოტივი“; 2006 წ. - ბათუმის „დინამო“; 2006 წ. - რუსთავის „ოლიმპი“; 2007-2008 წ. - „ზესტაფონში“; 2009 წ. - ზუგდიდის „მგლები“; 2009-2014 წ. - ზუგდიდის „ბაია“; 2014-2016 წ.წ. - ხობის „კოლხეთი“.